ცვლილებები ლარის (GEL) ანგარიშზე
ცვლილებებით, რომელიც ძალაში 8 აგვისტოდან შევიდა:
ლარის (GEL) ბალანსებმა გადაინაცვლა nGEL-ში, კურსით 1 GEL = 1 nGEL
ლარის (GEL) ყველა ოპერაციის განსახორციელებლად გამოიყენება nGEL
ცვლილება მხოლოდ ტექნიკური შინაარსისაა და ჩვენი სერვისებით სარგებლობას ძველებურად შეძლებ.
nGEL Coinmania-ს ტრონის ბლოკჩეინზე შექმნილი სტაბილური, ლარის ეკვივალენტი, TRC20 კრიპტოაქტივია. nGEL-ის გამყარებულია ბანკში ფიზიკურად შენახული ეროვნული ვალუტით, რაც მის სტაბილურობას განაპირობებს. 1 GEL = 1 nGEL
გადარიცხვა:
nGEL-ის გადარიცხვა ბანკში: გადაიცვლება კურსით 1 GEL = 1 nGEL და ბანკში ავტომატურად ლარი გადაირიცხება.
nGEL-ის გადარიცხვა ექსპრეს გადარიცხვით: Coinmania-ს მომხმარებლებს შორის გადარიცხვა საკომისიოს გარეშე ხორციელდება.
შემოტანა:
nGEL-ის ბალანსის შევსება ბანკიდან: ლარი ავტომატურად კონვერტირდება და შენს ბალანსზე ლარის იდენტური ოდენობის nGEL აისახება.
კრიპტოაქტივის ყიდვა/გაყიდვა:
კრიპტოაქტივის ყიდვა: nGEL-ით
კრიპტოაქტივის გაყიდვა: nGEL-ით
აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია დარგში რეგულაციების შემოღებით.
nGEL-ის ტექნიკური მახასიათებლები
სრული დასახელება: New GEL
ტრონის ბლოკჩეინის TRC20 სტაბილური ტოკენი, რომელსაც ყველა TRC20 საფულე ცნობს
კონტრაქტის მისამართი: TM27Kd61WFDy79LpNTKupAZxFgykC493Cv
nGEL-ის ემისია:
nGEL-ის პირველი ემისია – 1 მილიარდი nGEL-ის ოდენობით – მოხდა 2021 წლის 23 მარტს.
ემისიების რაოდენობის შეზღუდვა: შეუზღუდავი
პირველი ემიტირებული რაოდენობის შესაბამისობა: ემიტირებული nGEL = Coinmania-ს მომხმარებლების ბალანსებზე არსებული nGEL-ის რაოდენობა = შპს კოინმანიას საბანკო ანგარიშებზე არსებული შესაბამისი საპირწონე თანხა ქართულ ლარში (GEL)